29/04/2022
13:08
პოლიტიკა
უკრაინის ზოგიერთ უპასუხისმგებლო და თანამდებობისთვის შეუფერებელ მაღალჩინოსანს ვურჩევ კონცენტრირდეს საკუთარი ქვეყნის დეოკუპაციაზე და არა პარტნიორი სახელმწიფოს ომში გახვევის მცდელობებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება ალექსეი არისტოვიჩის განცხადებას,
„ომში მყოფი ქვეყნის საღად მოაზროვნე მოხელეს, ამ დროს გაცილებით სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარების პროვაიდერი ქვეყნის ხელისუფლებაზე შეტევა. აქედანაც განსაკუთრებულად გულთბილი და ყოვლისმომცველი მოკითხვა არესტოვიჩს და მისი ჭკუის სხვებსაც. ჩემთვის არესტოვიჩი და უკრაინელი ხალხი არასდროს იქნებიან სინონიმები“, - წერს ბერაია.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა:
„უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“.
0
0