22/12/2022
17:45
მსოფლიო
რუსეთში, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რეპრესიები გაძლიერდა. ადამიანის უფლებათა პროექტმა OVD-Info-მ და გამოცემა „ვიორსტკამ“ომის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა ერთობლივად დათვალეს.
ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით, უკვე დააკავეს, მინიმუმ, 19 443 ადამიანი ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის, პიკეტებისა და სოციალურ ქსელებში პოსტების გამო.
OVD-Info განმარტავს, რომ საუბარია დაკავებათა რაოდენობაზე და არა დაკავებულებზე, რადგან ერთი პირის დაკავება შეიძლება რამდენიმეჯერ განხორციელდა.
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებულების რეკორდული რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
24 თებერვლიდან, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავების გარეშე, მხოლოდ 18-მა დღემ განვლო.
0
0