
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) პროგნოზით, კრემლი ტრამპის სამშვიდობო გეგმის უარყოფისთვის ემზადება. ISW-ის ანგარიშის მიხედვით, დღეს ვლადიმერ პუტინისა და თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრის დროს, კრემლის ლიდერი სავარაუდოდ, უარყოფს აშშ-უკრაინის ერთობლივ სამშვიდობო წინადადებას.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთი განზრახ თავს არიდებს მოლაპარაკებების შესახებ საჯარო განცხადებებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „არ აპირებს მეგაფონით მოლაპარაკებებს“.
ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ უკვე განაცხადა, რომ ამერიკულმა დელეგაციამ უნდა „დაადასტუროს ფუნდამენტური ხასიათი“ იმ შეთანხმებებისა, რომლებიც სავარაუდოდ 2025 წელს ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტზე იქნა მიღწეული.
ISW-ის ცნობით, კრემლის ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ როგორც 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, ასევე მის ადაპტირებულ ვერსიებს, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ რუსეთის „მაქსიმალისტურ სამხედრო მოთხოვნებს“.
0
0