
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსებმა პოკროვსკის მიმართულებით შეტევა შეამცირეს, მაგრამ მირნოგრადში უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ბლოკავენ.
ISW-ის ინფორმაციით, ვერ აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით 9 ნოემბერს დამატებითი შეტევა დაიწყეს, როგორც ამას რუსული მედია იუწყებოდა.
მათივე ცნობით, რუსეთის ძალებმა შეანელეს სახმელეთო აქტივობა ქალაქის მიმართულებით, რათა გააფართოონ ლოგისტიკა და გამაგრებები ქალაქის სამხრეთ ნაწილში გადაიტანონ. ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსული ძალები პოკროვსკის უმეტეს რაიონში იმყოფებიან, მაგრამ ვერ ახერხებენ ქალაქის ბოლომდე ალყაში მოქცევას. ამასთან ისინი პოკროვსკში აგზავნიან ნაღმმტყორცნების ეკიპაჟებს და დამატებით დრონების ოპერატორებს, რათა გააძლიერონ კონტროლი უკრაინის მომარაგების მარშრუტებზე.
ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოდან ქალაქი პოკროვსკი რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება გახდა. რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ქალაქს მთლიანად აკონოტროლებენ და უკრაინული ძალები ალყაში არიან. ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება უარყოფს.
0
0