22/11/2022
13:48
მსოფლიო
უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა დაბლოკა დასავლური სოციალური მედიის პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი. მოსკოვი ასევე მკაცრად აკონტროლებს ახალი ამბების გაშუქებას კონფლიქტის შესახებ, რომელსაც ის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
დასავლელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შეიძლება განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას, გათიშოს კონკრეტული ალგორითმები და დაარეგულიროს სოციალური მედიის ქსელები, ონლაინ კინოთეატრები, საძიებო სისტემები და ინტერნეტბაზრები.
ახალი კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია რუსულ საინფორმაციო გამოცემა „Kommersant-ში“ გაჟღერდა და მას რუსი სამხედრო ბლოგერები განიხილავენ. ერთ-ერთმა ბლოგერმა აღნიშნა, რომ უცხოურ ანალიტიკურ ცენტრებთან, არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ მედიასთან შედარებით, საინფორმაციო სივრცის კონტროლისთვის მოსკოვის მცდელობები "მარტორქის წინააღმდეგ მებრძოლ კნუტს" ჰგავს.
აშშ-ში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა "იღწვის, რომ კონტროლი აიღოს საინფორმაციო სივრცეზე, რადგან ის სულ უფრო ივსება რუსი სამხედროების კრიტიკით“. ანალიტიკური ცენტრის თქმით, კრემლი "საზღვარგარეთიდან გავრცელებული ხმებისა და შიდა კრიტიკის გავრცელების დაძლევას" ცდილობს.
0
0