30/06/2023
12:05
მსოფლიო
შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ცოტა დასუსტებულია“ ვაგნერის ამბოხის მცდელობის გამო და დადგა დრო, როდესაც შეერთებული შტატები უნდა გახდეს შუამავალი მოლაპარაკებებში რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საკითხში.
მისი თქმით, ომის შესაჩერებლად უკრაინის ხელისუფლებას შესაძლოა მოუწიოს ტერიტორიის ნაწილის დათმობა რუსეთისთვის.
ამავდროულად, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ, „დიდი ქებას იმსახურებენ“.
„ვფიქრობ, მათ [უკრაინელებს] აქვთ უფლება შეინარჩუნონ უმეტესი ნაწილი იმისა, რაც თავად გამოიმუშავეს და ვფიქრობ, რომ რუსეთიც დათანხმდება ამას. ჩვენ გვჭირდება სწორი შუამავალი ან მომლაპარაკებელი და რომელიც ახლა არ გვყავს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა აშშ-მა უნდა გააკეთოს, არის მშვიდობის დამყარება, რუსეთისა და უკრაინის გაერთიანება და მშვიდობის დამყარება“ - განაცხადა ტრამპმა.
0
0