28/05/2023
12:20
პოლიტიკა
„როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერს, გულისხმობდა როგორც ჩანს „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„რეალურად პუტინმა თქვა ასეთი რომ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. პროტესტი ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული როგორც მოგეხსენებათ. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე „ნაცმოძრაობა“ აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 1 წლის თავზე სააკაშვილი აქტიურად მუშაობდა რომ აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები და რუსეთს დაეწესებინა უვიზო რეჟიმი.
უფრო მეტიც, სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე. რუსული ნაბიჯი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის 20 პროცენტის ჩაბარება. ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებული ქმედება“, - აცხადებს კობახიძე.
0
0