
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
„ჩვენ გვაქვს გენშტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-13 000-მდე მერყეობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.
პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს მოკლული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-ს აღწევს, ხოლო კიდევ 100-150 000 დაჭრილი ან დაკარგულია.
0
0
მარნეულში, ქორწილში, მამაკაცი დაჭრეს
22/04/2026
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
22/04/2026