
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, ნიკოლაივის და ჟიტომირის რეგიონებში დაზარალდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმისა და დაბომბვის შედეგად 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 59 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი დაზიანდა ხარკოვში — 50, დონეცკში — 19, ხერსონი — 21, კიევი — 24.
უწყების განცხადებით, დაზიანებულია 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი.
როგორც უკრაინის პროკურატურაში განმარტავენ, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან არ აქვთ მონაცემები. უწყებამ მოუწოდა გაეროს სპეციალიზებულ ინსტიტუტებს, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის კუთხით ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასების მისიის განხორციელების შესახებ.
0
0