
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 86 150 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი - 2899
ჯავშანტექნიკა - 5844
საარტილერიო სისტემა - 1895
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 395
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 209
თვითმფრინავი - 278
ვერტმფრენი - 261
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1553
ფრთოსანი რაკეტა - 531
გემი/ნავი - 16
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4404
სპეცტექნიკა - 163
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
0
0
ტრამპისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო
15/08/2025