17/12/2023
10:43
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებას ისრაელი გააკონტროლებს. ამის შესახებ მან მედიასთან გააკეთა კომენტარი.
„არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, რომელიც ზრუნავს დემილიტარიზაციაზე და ეს ძალა არის ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელი ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება, ვინაიდან არ არსებობს სხვა ფაქტორი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საიმედოა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024