
ომის დასრულების შემდეგ „ჰამასი“ აღარ იარსებებს, ხოლო ღაზას ტერიტორია შემცირდება", - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა.
Time of Israel აღნიშნავს, რომ ისრაელი საგარეო უწყების ხელმძღვანელის ეს განცხადება, შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები ღაზაში ბუფერული ზონის შექმნას ეცდება იმისთვის, რომ ქვეყნის სამხრეთის რეგიონები ბევრად უკეთ იყოს დაცული.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს.„ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობაოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
0
0