
2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს და სჯის იმდროინდელ მთავარსარდალ სააკაშვილს, რადგან მან სახელმწიფო მტერს არ ჩააბარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა ბიძინა ივანიშვილი.
„2008 წლის ომიდან 17 წლის თავზე საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმ დროინდელ მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის, რადგან მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს. მტერს, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს და რომელიც ბედავს და საქართველოს ეროვნულ გმირს, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს, გიორგი ანწუხელიძეს შეურაცხყოფს. დღეს ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს, მის ამფსონებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა, ისე არ დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, მემორიალს ეწვივნენ და მისი ხსოვნის პატივი მიაგეს.
0
0