-share.jpg)
“ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს”, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
როგორც გამოცემა Bild-ი წერს, მან მოუწოდა უკრაინის მიმართ მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისკენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
"ეს ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა მეცოლამ.
მეცოლა ამბობს, რომ ის ამაყობს ევროპის მხარდაჭერით უკრაინის მიმართ და დასძენს, რომ ევროკავშირს შეუძლია „მეტის გაკეთება“ და ამიტომ მიესალმება სანქციებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ კიდევ 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
0
0