-share.jpg)
„ვფიქრობ, მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს“, - თქვა ოლექსი არესტოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
არესტოვიჩმა მომდევნო თვეების ფარგლებში ორ შესაძლო შედეგზე ისაუბრა.
”მხარეები გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას უმოკლეს დროში - ერთ ან ორ კვირაში, რაც ყველა სამშვიდობო საკითხთან ერთად, ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, ან იქნება მცდელობა, რომ რამდენიმე, ვთქვათ, სირიელის გაერთიანება მოხდეს ომის მეორე რაუნდისთვის. როცა მათაც გავანადგურებთ, შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში ან აპრილის ბოლოს დაიდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
ოლექსი არესტოვიჩი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.
მანამდე კი პენტაგონი აცხადებდა, რომ რუსეთი ცდილობს სირიელების გადაბირებას უკრაინაში საბრძოლველად - თუმცა ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.
0
0