ომის დასრულება მხოლოდ 1991 წლის საზღვრებთან უკრაინის დაბრუნებით შეიძლება. ამას სავარაუდოდ დიდი დრო დასჭირდება.
ამის შესახებ უკრაინის სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა BBC-უკრაინასთან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმაზე, მიზანშეწონილი იქნება, თუ არა ოკუპანტებთან მოლაპარაკებების დაწყება.
„ეს კითხვა აბსოლუტურად არ დგას ჩემთვის, ამიტომ, მაპატიეთ, აზრს ვერ ვხედავ მასზე პასუხის გაცემაში“, - თქვა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ ის არ აძლევს რჩევებს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ამ საკითხთან დაკავშირებით.
მან დაადასტურა, რომ ომი შეიძლება დასრულდეს 1991 წლის საზღვრებზე დაბრუნებით. ზოგიერთი სამხედრო პირის მოსაზრებაზე კომენტირებისას, რომ ეს, რეალურად, არ იქნებოდა ომის დასასრული, რადგან საჭირო იქნებოდა უზარმაზარი საზღვრის გამართვა, ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ ომი მაინც დამთავრდება.
ეს (ომი) აქ დასრულდება ომი დასრულდება“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მან განმარტა, რომ ეს მოხდება, თუნდაც, ამ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობით რუსეთში. თუმცა, იქნება მცდელობები „ისევ რაღაც გააკეთონ“.
„ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. რუსეთს ჩვენი განადგურება უნდა, ჩვენ კი არ გვინდა, გაგვანადგურომ. ეს კონფლიქტი თანდათან ჩაცხრება, მერე ისევ იქნება და ა.შ. შეხედეთ ჩვენს ისტორიას, ჩვენ მთელი ცხოვრება რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის იმპერიასთან ხან ვომობთ, ხან ვრიგდებით და ა.შ.“ - აღნიშნა ბუდანოვმა.
0
0