
გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს - ამის შესახებ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბუქარესტში ევროპელი სოციალ-დემოკრატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს.
"ომი უკრაინაში დამთავრდება იმ მომენტში, როდესაც (რუსეთის) პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს ჯარების გაყვანას. თუმცა, ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააცნობიერებს, რომ ვერ მოიგებს ომს ბრძოლის ველზე. ამიტომ, ჩვენ, როგორც ევროპელები, უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა. ეს ასევე ნიშნავს ვიწრო პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას და ძლიერი და ჭეშმარიტად ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის აშენებას“ - თქვა გერმანიის კანცლერმა
0
0