06/02/2026
18:26

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.
მოკლე პროგრამაში საქართველო ანასტასია გუბანოვამ წარადგინა. მისი გამოსვლა 67.79 ქულით შეფასდა და საქართველოს 6 გუნდური ქულა მოუტანა.
რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინეს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა. საერთო გუნდურ ჩათვალაში, სამი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 20 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.
პირველი დღის შემდეგ საუკეთესო ხუთეული ასეთია: აშშ (25 ქულა), იაპონია (23), იტალია (22), საქართველო (20), კანადა (19).
7 თებერვალს მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომლის გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას და მედლებისთვის ბრძოლას.
1ტვ
0
0