11/08/2024
21:52
სპორტი
პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
პეტრიაშვილის თქმით, მას წილად ხვდა მედროშეობა, რაც მისთვის დიდი პატივია.
„ჩემთვის, ყოველთვის, ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩემი ქვეყნის უმთავრესი სიმბოლის, დროშის ტარება. ყოველთვის ვცდილობ, ამაყად და ღირსეულად ვატარო ჩვენი ქვეყნის დროშა. მადლობა ამ ლამაზი შესაძლებლობისა და მაგარი რამისთვის“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
0
0