21/01/2025
19:46
პოლიტიკა
ოლიგარქს ყოველთვის სძულდა აჭარა და ახლა სახალხო პროტესტის ფონზე ეს სიძულვილი მას გაუორმაგდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისი თქმით, 2004 წელს ბათუმის საუნივერსიტეტო პროტესტმა გამოიწვია აჭარის გათავისუფლება.
"ბათუმში ხელისუფლების დაქირავებული ტიტუშკები თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეძახიან.
მე მათ მოვუწოდებ ეს შეძახილები ნუ დააკომპლექსებთ. ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხა ფეოდალური სეპარატისტი ასლან აბაშიძე და შექმნა აჭარის სასწაული.
ოცნებამ მოსპო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გააუქმა "როიალ კარიბეანის" პროექტი, აღადგინა კორუფცია არნახული მასშტაბით.
ოლიგარქს ყოველთვის სძულდა აჭარა და ახლა სახალხო პროტესტის ფონზე ეს სიძულვილი მას გაუორმაგდა. აქედან მოდის ახალგაზრდების მიმართ ეს რეპრესიები.
2004 წელს ბათუმის საუნივერსიტეტო პროტესტმა გამოიწვია აჭარის გათავისუფლება. ახლაც, ეს მოძრაობა განწირულია გამარჯვებისთვის!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე.
0
0