
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცითსაქმე ეხება არესტოვიჩის მიერ ქალების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას.
ამავე ცნობით, არესტოვიჩის საქმე უკვე გადაეგზავნა კიევის საქალაქო პროკურატურას.
არესტოვიჩმა ქალებს „არსებები“ უწოდა და თქვა, რომ „საჭიროა მათი გაჩუმება“.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ინა სოვსუნმაც:
„გახსოვთ, არესტოვიჩის წინააღმდეგ სამართალდამცავ ორგანოებში საჩივარი რომ შევიტანე?
დღეს პოლიციიდან მივიღე პასუხი წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ. განცხადება რეგისტრირებულია უკრაინის წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში. ეს ნიშნავს, რომ პოლიცია ვალდებულია დაიწყოს აწარმოოს გამოძიება.
გენერალური პროკურორისგანაც მაქვს პასუხი, რომ საქმე გადაეცა კიევის საქალაქო პროკურატურას.
ეს ამბავი მუდმივ საზოგადოებრივ მონიტორინგს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ თავად არესტოვიჩი კომენტარს აკეთებს დედამიწის ზურგზე ყველაფერზე, გარდა მის წინააღმდეგ საჩივრისა სამართალდამცავ ორგანოებში, რადგან ესმის, რომ გაიჭედა.
თუ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანენ, ეს იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, იმის დასტური, რომ კანონი ყველასთვის ერთია და დაუსჯელობა აღარ არის ნორმა.
P.S. სხვათა შორის, სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის სანქცია თავისუფლების მხოლოდ 2-3 წლით შეზღუდვას ითვალისწინებს
P. P. S. და დიდი მადლობა უკრაინის ეროვნულ პოლიციას და კიევის პოლიციას ადეკვატური რეაგირებისთვის", - წერს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, პარტია, „ხმის" ვიცე-ლიდერი ინა სოვსუნი.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026