
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შიდა დაზვერვის სააგენტომ გააგრძელოს და გააძლიეროს მონიტორინგი.
„რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა შევაფასოთ საკითხი, რა შეიძლება, იყოს შემდეგი ნაბიჯები… ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო აკრძალვის შესახებ ბოლოდროინდელი ყველა განაცხადი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
0
0