
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, ლტოლვილებთან დაკავშირებით, საქართველოს რეზოლუციის პროექტი გაეროს გენერალურ ასამბლეას კვლავ წარედგინა, იგივე ტექსტით, რაც წინა წლებში. ამის შესახებ ნათქვამია "სამხრეთ ოსეთის" დეფატო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"ჰუმანიტარული დღის წესრიგის საფარქვეშ, თბილისი ცდილობს თავისი ტერიტორიული პრეტენზიების ლეგიტიმაციას და მსოფლიოსთვის კონფლიქტის ცალმხრივი ვერსიის თავს მოხვევას, დუმს საკუთარი სამხედრო აგრესიისა და ეთნიკური წმენდის შესახებ.
ქართველი ლტოლვილების საკითხი კვლავ წამოიჭრა. თუმცა, 100 ათასზე მეტი ადგილობრივის ბედზე, რომლებიც საქართველოში ეთნიკურ წმენდას გაექცნენ, დუმილს ინარჩუნებენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.
"სპუტნიკ ოსეტიას" ინფორმაციით, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მონაწილეობის გარეშე ნებისმიერ ასეთ დისკუსიას აზრი არ აქვს. "რეალური გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი და თანასწორი დიალოგის გზით და არა პოლიტიზირებული განცხადებებით" - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0