
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი რუსეთ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების შესახებ რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
სხდომის შედეგად კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს პარლამენტს სესიის მომდევნო სხდომაზე რეკომენდაცია გაუწიონ ამ კანონპროექტის მიღებას.
0
0
თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა
22/11/2026
საქართველოში გლოვის დღეა
22/11/2026