
პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით რუსეთმა საქართველოს საკითხი კომპლექსურად უნდა განიხილოს.
ამის შესახებ დეპუტატმა რადიო "სივრცის" ეთერში გადაცემაში "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე თქვა სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს.
,,მე ჩემი მხრიდან დავუბრუნებდი რუსეთის ფედერაციას იგივე პასუხს, რასაც ისინი ევროპას და ამერიკას ეუბნებიან, რომ უკრაინასთან მიმართებაში საკითხი კომპელქსურად განვიხილოთო. სქართველოსთან მიმართებაშიც განვიხილოთ საკითხი კომპლექსურად“ - განაცხადა ქადაგიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკური, ჰუმანიტარული თუ ინტეგრაციული საკითხი, რაც შეიძლება განხილული იყოს, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს როგორც ტერიტორიულ, ისე პოლიტიკური მთლიანობის აღდგენას.
,,საპასუხო განცხადებას ვერ ვიტყვი, მე ვამბობ ამას, როგორც ერთი ქართველი და როგორც პოლიტიკოსი“ - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
გადაცემა სრულად👇🔗:
0
0