
დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ მაკიივკაში ერთი ოჯახის 8 წევრი, მათ შორის, 4 ბავშვი მოკლეს.
რუსული მედია საოკუპაციო "ხელისუფლებაზე" დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობა ყაჩაღობას უკავშირდება, ხოლო დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ვარაუდობს, რომ ოჯახი "ვაგნერის" დაჯგუფებამ ნაციონალისტურ ნიადაგზე ამოხოცა, რადგან მოკლულები, ბოშები არიან.
გარდა ამისა, ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ყველა მათგანს თავში, ახლო მანძილიდან სროლის კვალი ეტყობა.
მოკლულთა შორის არიან, 1, 7 და 9 წლის ბავშვები.
ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, ცნობა 8 ადამიანის, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანის ცხედრის პოვნის შესახებ, მორიგე განყოფილებამ მიიღო. შეტყობინებაში ეზოდან ავტომობილის მოპარვაზეც იყო საუბარი.
მათივე ცნობით, მომხდარზე სამი პირი დააკავეს, ყველა წარსულში ნასამართლევია.
მარიუპოლის მერის მრჩევლის თქმით, თავად მაკიივკის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დანაშაული სამხედროებმა ჩაიდინეს, რუსეთი მათი კვალის დაფარვას ცდილობს.
0
0