24/05/2022
20:52
პოლიტიკა
ალან გაგლოევი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია ცხინვალში, დრამატულ თეატრში გაიმართა.
გაგლოევმა „კონსტიტუციაზე“ ორ ე.წ. სახელმწიფო ენაზე - ოსურ და რუსულ ენებზე დადო ფიცი, რის შედეგად, დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ გაგლოევს „პრეზიდენტის“ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.
„პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა მაკისრებს ყველაზე მაღალ ვალდებულებებს. ჩემთვის უმთავრესი ამოცანებია კანონის დაცვა, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მოქალაქეთა საყოველთაო თანასწორობა“, - განაცხადა გაგლოევმა.
ცერემონიას ეწსრებოდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, რუსეთის წარმომადგენლები, ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერები. სტუმარი ჰყავდათ ნიკარაგუადანაც.
დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ რეგიონში 8 მაისს გაიმართა, რის შედეგადაც გაგლოევმა ხმათა 56.09 % დააგროვა.
0
0