
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალ ათონში აქციის სამი მონაწილე დააკავა. ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტა“ წერს.
სამშაბათს საღამოს ახალი ათონის მაცხოვრებლების ჯგუფი შეიჭრა სახელმწიფო აგარაკის "ახალი ათონის" ტერიტორიაზე კერძო ინვესტორზე ქონების შესაძლო მიყიდვის პროტესტის ნიშნად. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ქონების გაყიდვის ან იჯარით გასხვისების შესახებ.
როგორც „ნუჟნაია გაზეტა“ წერს, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ბადრ გუმბამ ახალი ათონის მოსახლეობას გარანტია მისცა, რომ აქციის არც ერთ მონაწილეზე არ განხორციელდებოდა დევნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „პირები, ვინც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა, კანონის ფარგლებში პასუხს აგებენ“.
0
0
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
10/10/2026