31/03/2022
23:25
პოლიტიკა
„მე ვარ დღეს ერთადერთი თანამდებობის პირი, ვინც კონსტიტუციით იცავს აფხაზურ ენას, რადგან კანონით ეს აფხაზეთის რეგიონის ენაა. ასევე, რუსეთმა არ დაიცვა ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩემი აზრით, ამ ოკუპირებული რეგიონების მომავალიც, ისევე როგორც მთელი საქართველოსი, არის ევროპაში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
„სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისა და ამ ორგანიზაციებში რეალურად გაწევრიანების გამო, პუტინი კიდევ ერთხელ ხომ არ ესტუმრება საქართველოს“, ზურაბიშვილმა განაცხადა – „ჩვენ არა მხოლოდ განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ ჩვენ ეს მიზანი ჩაწერილი გვაქვს კონსტიტუციაში. საინტერესოა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რაც სავარაუდოდ ისახავდა მიზნად, საქართველოს უარი ეთქვა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზზე, ეს კურსი პირიქით გაძლიერდა. ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმება. ეს გაგრძელდება. რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, მით უფრო ცხადი გახდება, რომ ევროპული პერსპექტივა არის ერათადერთი გზა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და რუსეთის ყველა მეზობლისთვის. რუსეთი ამას კარგად ვერ აცნობიერებს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0