
რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში 226 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
9 მაისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად 641-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 226 ბავშვი და დაშავდა 415-ზე მეტი.
პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მათ დასაფიქსირებლად.
ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 99, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 46, მიკოლაევის ოლქში - 44, ლუგანსკის ოლქში - 44, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის რეგიონში - 17 იყო, ჟიტომირის ოლქი - 15.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15/09/2025