
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკოლაევის რაიონიდან ქალაქ ვოზნესენსკის მიმართულებით, სადაც მდებარეობს სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური, ოკუპანტების 20-ზე მეტი ვერტმფრენი დესანტებთან ერთად ჩაფრინდა. ისინი ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას შეეცდებიან“, - აცხადებს გერაშეჩენკო.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-6 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
0
0
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
17/02/2026