12/01/2025
11:22
მსოფლიო
ოკუპანტები ფრონტის გასწვრივ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაწინაურდნენ. ამასთან, რუსები დონეცკის ოლქში, იანტარნეს ცენტრში თავიანთი დროშის აღმართვის კადრებს აქვეყნებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია მონიტორინგის პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ რუსი დამპყრობლები დაწინაურდნენ დონეცკის ოლქის ტორეცკში, ორეხოვო-ვასილიევკაში, იასენოვოსა და ზელენში. მტრის წინსვლა ასევე ფიქსირდება ვოზდვიჟენკას, ნადეჟდინკას, ლისოვკას, სოლენოესა და ველიკა ნოვოსილკას მახლობლად.
გარდა ამისა, იანტარნეში არსებული ვითარება ზუსტდება. ინტერნეტში გამოჩნდა კადრები დასახლების ცენტრიდან, სადაც ოკუპანტებმა სამფეროვანი დროშა აღმართეს.
„იანტარნეს ცენტრიდან ვრცელდება კადრები, სადაც 3 ოკუპანტი დროშას წევს. აღსანიშნავია, რომ ისინი პირადი დამცავი აღჭურვილობის გარეშე იმყოფებიან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახლომახლო აქტიური სამხედრო მოქმედება არ მიმდინარეობს. სოფელში ვითარება ზუსტდება - მტერმა მართლა დაიპყრო თუ არა ის“, - იტყობინება DeepState.
0
0