15/03/2022
14:12
პოლიტიკა
როგორც უწყებაში აცხადებენ, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.
„რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯების მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ხელშეკრულებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი და მასში აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.
0
0