
ინდოეთში 52 წლის ოკულტისტი დააკავეს, რომელსაც ბრალად 18 წლის გოგონას გაუპატიურება ედება. ინფორმაციას News9Live ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი და მისი მშობლები ტაძარში იმყოფებოდნენ, როცა მათთან მამაკაცი მივიდა, რომელიც ოკულტისტად გაეცნო და უთხრა, რომ გოგო ბოროტი ძალების მიერ იყო შეპყრობილი. მშობლებმა მკურნალს გარკვეული თანხა შესთავაზეს ბოროტი ძალებისგან რომ გაეთავისუფლებინა მათი ქალიშვილი.
შემდეგ ეგზორცისტმა მსხვერპლი მიმდებარე სოფლის ერთ-ერთ ტაძარში წაიყვანა, სადაც მასზე სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ ქალს მოსთხოვა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა და დაემუქრა კიდეც.
სამაგიეროდ, ინდოელმა ქალმა ყველაფერი მშობლებს უამბო, რომლებმაც სასწრაფოდ პოლიციას მიმართეს. ოკულტური მეცნიერებების ოსტატი 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება გოგონას გატაცება, გაუპატიურება და დაშინება. ის ახლა გისოსებს მიღმა ელოდება სასამართლო პროცესს.
0
0