04/08/2023
14:18
მსოფლიო
„ოკეანის წყლებში ყველაზე ცხელი რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა, რადგან ისინი კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ სითბოს შთანთქავენ, რასაც დედამიწისთვის სავალალო შედეგები მოყვება,“ - განაცხადეს ექპერტებმა.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის Copernicus-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილო ატლანტიკაში, ხმელთაშუა ზღვასა და მექსიკის ყურეში ზღვის ზედაპირის საშუალო დღიურმა ტემპერატურამ მიმდინარე კვირაში 20.96C-ს მიაღწია, რაც 2016 წლის რეკორდს აჭარბებს.
ოკეანეები სასიცოცხლო მნიშვნელობის კლიმატის მარეგულირებელია. ისინი შთანთქავენ სითბოს, წარმოქმნიან დედამიწის ჟანგბადის ნახევარს და არეგულირებენ ატმოსფერულ მოვლენებს. გამთბარი ოკეანეები და სიცხე ნეგატიურად ზემოქმედებს ზღვის ბინადრებზე, როგორებიცაა თევზები და ვეშაპები, როდესაც ისინი უფრო გრილ წყლებს ეძებენ და ეს არღვევს მათი კვების ჯაჭვს. ექსპერტების პროგნოზით, თევზების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძლება განადგურდეს. ზოგიერთი მტაცებელი ცხოველი, მათ შორის ზვიგენები, შეიძლება აგრესიული გახდეს, რადგან ისინი ცხელი ტემპერატურის პირობებში „იბნევიან“.
„ფლორიდაში, არაღრმა რიფებზე შეინიშნება მარჯნის გაუფერულება და ბევრი მარჯანი უკვე მოკვდა კიდეც. ჩვენ ოკეანეებს იმაზე მეტად ვაზარალებთ, ვიდრე ეს ისტორიის რომელიმე ეტაპზე გავაკეთეთ,“ - განაცხადა ოკეანოლოგმა კატრინ ლესნესკიმ.
კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის წარმომადგენელი სამანტა ბურგესი, ამბობს, რომ ოკეანეები გლობალურად ყველაზე თბილი მარტშია და არა აგვისტოში.
„გამაფრთხილებელია, რომ ეს ცვლილება ასე სწრაფად ხდება”, - ამბობს პროფესორი მაიკ ბაროუსი.
ასევე მეცნიერების განცხადებით, რაც უფრო მეტი წიაღისეული საწვავი იწვება, მით უფრო მეტად [ზედმეტად] გათბება ოკეანეები, შესაბამისად, მეტი დრო დასჭირდება მათ სტაბილიზაციას. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ ზუსტ მიზეზს, რატომ გაიზარდა ოკეანის წყლების ტემპერატურა წინა წლებთან შედარებით.
0
0