04/04/2023
13:10
პოლიტიკა
იმედი მაქვს, სააკაშვილს კონსილიუმიც მოუწოდებს იმისკენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებთ, მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოჯახი ჩართულია მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში.
„ოჯახს უნდა მოვუწოდოთ, შეუტანონ სააკაშვილს სათანადო კალორაჟის საკვები. სამარცხვინო, გამაოგნებელია ის, რომ ოჯახი ჩართულია მისი თვითდაზიანების პროცესში. ერთადერთი მოწოდება, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ თვითდაზიანებას შეეშვან და მიაწოდონ საკუთარი ოჯახის წევრს სათანადო კალორაჟის საკვები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სტრასბურგი სააკაშვილის ადვოკატების სარჩელს არ დააკმაყოფილებს, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს.
„სტრასბურგი მათ სარჩელს ვერ დააკმაყოფილებს, არ დააკმაყოფილებს, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სისტემა სათანადოდ ზრუნავს პატიმარზე და პატიმარი თავად ახორციელებს თვითდაზიანებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0