
ქსენია სობჩაკის თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი დაუკავშირდა და 40 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა. ცნობილმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა საუბრის მოკლე შინაარსი და ვიდეოზარის დროს გადაღებული ფოტო საკუთარ Telegram არხზე გამოაქვეყნა.
"ჩაწერა ვერ შევძელი ამიტომ მოკლე შინაარს მოგიყვებით.
- რატომ ეხები ჩემს ოჯახს? (კადიროვი)
- არ ვეხები (სობჩაკი)
- ჩემს შვილს რატომ ეხები?
- თქვენ თვითონ არ გამოაქვეყნეთ ვიდეო და დაწერეთ, რომ ამაყობთ მისი საქციელით? რაღაზე გამოაქვეყნეთ და დაწერეთ?
- მე ამის დამალვა არ მინდა, დამალვას აზრი არ აქვს
- დასაჯეთ ამ საქციელისთვის?
- არა, ის ყოჩაღი ბიჭია, ნამდვილი კაცივით მოიქცა
შემდეგ უფრო საინტერესო ამბები მომიყვა, წარმოგიდგენთ მონათხრობს:
წინასწარი დაკავების იზოლატორში მივედით, დაკავებულმა თქვა რომ პირადად უნდა ლაპარაკი. მითხრა, რომ ისლამის მიღება უნდა, მე ვუპასუხე რომ შაითანია(ეშმაკი, მატყუარა) და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და რომ ასეთი მუსლიმები არ გვჭირდება.
მისთვის თითი არ დამიკარებია, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. მერე ოთახიდან გავედი, და ვერ შევამჩნიე რომ ადამი(კადიროვის ვაჟი) დარჩა. ის ზოგადად თავისი ჭკუით ცხოვრობს. მერე გავიგე ყვირილი, ხმაური, გავაგზავნე დაცვა გასაშველებლად, ადამი ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელია.
არ მახსოვდა რომ ადამი 15 წლისაა, შვილების ასაკი სულ მერევა. თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ დამნაშავეა სასჯელს მოიხდის". – ყვება სობჩაკი კადიროვთან საუბრის შინაარს.
სობჩაკმა საკუთარ არხზე ათამდე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კადიროვის და მისი ვაჟის საქციელი გააკრიტიკა. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ადამ კადიროვს ვერ დასჯიან, ვინაიდან 15 წლისაა და თავდასხმის მუხლი 16 წლიდან ვრცელდება.
25 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025