საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი უნგრეთის "ნიდერჰაზას" ფეხბურთელი გახდა.
"ნიდერჰაზამ" კვეკვესკირს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ის ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
"ვფიქრობ, გაგვიმრთლა, რომ ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. პირველივე მოლაპარაკებისას ვიგრძენი, რომ ძალიან მოტივირებულია. ისეთი ლიგების კლუბები იწვევდნენ, სადაც ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ თავისი კარიერის გამო მეტად პროფესიულ ასპექტებზე ფიქრობდა, მით უმეტეს ნაკრებში თამაშის გაგრძელება სურს.
ის ეფექტურია როგორც დაცვაში, ასევე მოედნის ცენტრში და იმედი მაქვს, მისი გამოცდილება დიდ სამსახურს გაგვიწევს", - განაცხადა "ნიდერჰაზას" სპორტულმა
დირექტორმა ტივადარ ფეკეტემ.
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026