ოფიციალურად ლუკაკუ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა და "პარმასთან" ითამაშებს
29/08/2024
21:35
სპორტი
A-
+A
31 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "ჩელსიდან" "ნაპოლიში" გადავიდა, - იტყობინება ნეაპოლური კლუბის საიტი.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება, რომელუ", - წერს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ტვიტერზე".
ბელგიელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მის ტრანსფერში "ჩელსი" 30+5 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში რომელუ იჯარით "რომაში" თამაშობდა, რომლის რიგებში სერია A-ს 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლუკაკუს დებიუტი 31 აგვისტოს "პარმასთან" საშინაო შეხვედრაში შედგება, თუმცა ჯერ არაა გარკვეული, მწვრთნელი ანტონიო კონტე სასტარტოში დააყენებს, თუ შეცვლაზე შეუშვებს.
0
0
120
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%