
„ოდნავი ეჭვი მაინც რომ მქონდეს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს, ზიარების უფლებას არ მივცემდი“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანებებს ადგილი არ აქვს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
„ოდნავი ეჭვი მაინც რომ მქონდეს, სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს, არავითარ შემთხვევაში ზიარების უფლებას არ მივცემდი. თვითდაზიანება ეს არის თვითმკვლელობა. ის აღსარებასაც ამბობს და აქ, რომ თვითდაზიანებას ჰქონდეს ადგილი, მე მას ზიარების უფლებას არ მივცემდი, ვინც არ უნდა იყოს.
არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, ასეთი ტიპის პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა შესთავაზონ. ვფიქრობ, მას აქვს სიცოცხლის უფლება. ჩემი აზრით, აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და მისი გამოჯანმრთელება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
0
0