ოდესის ოლქზე მასირებული შეტევა განხორციელდა, ჩამოგდებულია 17 დრონი - უკრაინული მხარე
04/09/2023
10:24
მსოფლიო
A-
+A
რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში ოდესის ოლქს „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები Telegram-ზე ავრცელებს. უკრაინული მხარის ცნობით, მოხერხდა 17 დრონის ჩამოგდება.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის ინფორმაციით, რუსები ოდესას რამდენიმე საათის განმავლობაში უტევდნენ.
„რუსი ტერორისტები 3,5 საათის განმავლობაში უტევდნენ უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილს. ჩვენმა ძალებმა 17 დრონი ჩამოაგდეს“, - აცხადებს კიპერი.
უკრაინული მედიის ცნობით, დრონების ნაწილი სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მათ შორის, დასახლებულ პუნქტებში. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.
0
0
165
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%