
პროევროპულმა პოლიტიკურმა პარტიებმა "ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახლა ინიცირებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.  "ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება",
"დროა", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "სტრატეგია აღმაშენებელი" - იმ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც საქართველოს რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ემუქრება.
"ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთის მავნე ზეგავლენას, საქართველო კი პირიქით იქცევა. მისი თქმით, აკეთებს პირიქით, "ოცნება" და ევროპული განვითარების გზა არათავსებადია.
"ქართული ოცნება და საქართველოს ევროპული განვითარების გზა არის არათავსებადი და ქართული ოცნება ამას არა უკვე შეცდომებით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად, ყოველდღიურად გვიმტკიცებს, მისი ღია პოზიციაა, რომ ევროპა დემოკრატია არის მისთვის მიუღებელი და გასაგებია ეს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნების ერთადერთ ფორმად და შესაძლებლობად მიიჩნევს ხელისუფლების უზურპაციას. ამ ძალას ურჩევნია ქვეყანა გადაჩეხოს რუსეთის ჭაობში, ვიდრე წავიდეს ხელისუფლებიდან და საქართველოს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, გარანტირებული უსაფრთხოება, მშვიდობა და წარმატებული ახალგაზრდობა. გლობალური გამოწვევა არის რუსეთის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლა, ეს არის გლობალური გამოწვევა და მთელი მსოფლიო ებრძვის ამას, საქართველო აკეთებს პირიქით, მისთვის მისაღებია რუსეთის ჩემოდნებით შემოტანილი ფული, რომელიც ვერ კონტროლდება და ვერც გაკონტროლდება, სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ დასავლური გრანტები, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის განვითარებას, ყველა მიმართულებით განვითარებას სხვათა შორის და არა მხოლოდ დემოკრატიის, ეს მათთვის არის მიუღებელი", - თქვა ნიკა გვარამიამ.
0
0