
ბარაკ ობამას უჩველო ბრძანებით, სადაზვერვო საზოგადოებამ გამოაქვეყნა დაუჯერებელი მასალები მომავალი პრეზიდენტის საბოტაჟისთვის, რეპორტიორებმა და გამოცემებმა, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“, სასაცილოდ მიიღეს პულიცერის პრემიები ამ ტყუილის გაგრძელებისთვის, დიდი ხანია, დროა, ეს ჯილდოები ჩამოერთვათ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარი უდიდესი პოლიტიკური სკანდალია ამერიკის ისტორიაში.
„ახალი მასალები აჩვენებს, რომ სადაზვერვო საზოგადოებას არ ჰქონდა არავითარი პირდაპირი ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურდა, დახმარებოდა პრეზიდენტ ტრამპის არჩევას 2016 წელს. სინამდვილეში, რუსეთი აქტიურად ემზადებოდა ჰილარი კლინტონის გამარჯვებისთვის. ბარაკ ობამას უჩველო ბრძანებით, სადაზვერვო საზოგადოებამ გამოაქვეყნა დაუჯერებელი მასალები, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. რატომ? მომავალი პრეზიდენტის საბოტაჟისთვის. ეს ნამდვილად არის უდიდესი პოლიტიკური სკანდალი ამერიკის ისტორიაში. რეპორტიორებმა და გამოცემებმა, რომელთა ნაწილი დღეს ამ ოთახში სხედან, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“, სასაცილოდ მიიღეს პულიცერის პრემიები ამ ტყუილის გაგრძელებისთვის. დიდი ხანია, დროა, ეს ჯილდოები ჩამოერთვათ იმ ჟურნალისტებს, ვინც მიიღო. ჟურნალისტიკა არ არის პოლიტიკური დეზინფორმაციის პროპაგანდა დემოკრატიული პარტიის და იმ სადაზვერვო საზოგადოების სამსახურში, რომლებიც კონტექსტიდან ამოგლეჯილ და ყალბ სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემენ ცრუ პოლიტიკური ნარატივის გასავრცელებლად“, – განაცხადა ლევიტმა.
0
0