
აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრესსპიკერი პატრიკ როდენბუში დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და მას „ყურადღების გადატანის სუსტი მცდელობა“ უწოდა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან, თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე მანიპულირება მოახდინა.
ტრამპის თქმით, ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს.
„პრეზიდენტის თანამდებობის საპატივცემულოდ, ჩვენი ოფისი, როგორც წესი, არ რეაგირებს თეთრი სახლიდან გამომავალ მუდმივ ცრუ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე. მაგრამ, ეს განცხადებები იმდენად აღმაშფოთებელია, რომ პასუხს იმსახურებენ. ისინი აბსურდულია და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის აშკარად სუსტი მცდელობაა. აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, რაც ეწინააღმდეგება ფართოდ მიღებულ დასკვნას, რომლის თანახმად, რუსეთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა, მაგრამ ვერცერთი ხმით ვერ შეძლო მანიპულირება,“ - განაცხადა პრესსპიკერმა პატრიკ როდენბუშმა.
0
1