
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაძლოა ღალატისა და გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.
„ყველა ამ დოკუმენტს გადავუგზავნით იუსტიციის დეპარტამენტსა და ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI), რათა გამოიძიონ ამ საქმის კრიმინალური შედეგები. ობამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიიღებს. ობამამ სადაზვერვო საზოგადოებას ცრუ თეორიის შემუშავება დაავალა, რამაც განაპირობა მრავალწლიანი მცდელობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ძირის გამოთხრის მიზნით. ყოფილმა ადმინისტრაციამ განზრახ შექმნა მრავალი ყალბი დოკუმენტი, რომელთა შინაარსი ეწინააღმდეგებოდა სადაზვერვო საზოგადოების შეფასებებს. აშკარა განზრახვა და შემდგომი მოვლენები მხოლოდ ამერიკელების წინააღმდეგ შეთქმულებად და მოღალატეობრივ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა“, - განაცხადა გაბარდმა.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლივიტმა დასძინა, აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ „რუსული კვალის“ და აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ თეორიის გამავრცელებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
დაზვერვის სამსახური ობამას და მის გარემოცვას 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის შესახებ დაზვერვის მანიპულირებაში ადანაშაულებს. რუსული მხარე ამ ბრალდებებს უარყოფს.
0
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია
25/07/2025
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
25/07/2025