06/10/2021
15:06
პოლიტიკა
იგი გამოეხმაურა პარლამენტარების მოთხოვნას, რომლებიც კახა კუჭავასგან საპატიმროში შესვლასთან დაკავშირებით ნებართვას ითხოვენ.
კუჭავას თქმით, ყველამ უნდა გააანალიზოს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას თავისი პროცედურები აქვს. მისი განმარტებით, გუშინ სააკაშვილთან შესვლას 15 დეპუტატი ითხოვდა, რაც შეუძლებელია.
„რაოდენობა, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10, 15 თუ უფრო მეტი, ფიზიკურად შეუძლებელია. რა რაოდენობით შევლენ მე ვწყვეტ, გამომდინარე იმ უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან, რაც არსებობს. უარს არც ვაპირებ, რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მომნახველებისა და მსურველების რაოდენობა, ვისაც შესვლა უნდა.
ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა. როგორც ხედავთ, ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის და თუ არ ვცდები, ოჯახის წევრებიც. ამდენად, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც ეზღუდება. ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში ყველა შეძლებს შესვლას, ვინც მსურველია. ეს გამორიცხულია. საუბარია, პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც მისაღებში შეუძლიათ ისაუბრონ. ყველა შევა, როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი“, - განაცხადა კუჭავამ.
0
0