
როცა სოფლის მოწნული ღობეები უფრო მყარია, ვიდრე სტრატეგიული დანიშნულების პრეზიდენტის სასახლის ღობე, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა 4 ოქტომბრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, 4 ოქტომბრის მოვლენებში „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკატორის როლი შეასრულა, რადგან ხალხი ხაფანგში შეიტყუა.
„დიახ, გაიჟღერა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარმა. პერსონალური ამბები, ალბათ, უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი და თუ თვითონ ორგანიზატორები ისაუბრებენ ამის შესახებ, ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ დამაჯერებელ პასუხს. როგორც ჩანს, გარკვეული კონტაქტები არსებობდა ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებთან და ის დამაჯერებლობა, ის იმედი, რომ სპეცრაზმელები გადმოვიდოდნენ და დაყრიდნენ იარაღს, რომ 4-ში დაიწყებოდა და 4-ში დასრულდებოდა, სწორედ ამაზე იყო დამყარებული. ვფიქრობ, რომ სწორი სიტყვაა „მიამიტობა“." - ამბობს წიკლაური
0
0