27/04/2023
22:43
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე და “ლელოს” წარმომადგენელი საბა ბუაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდა. კამათი საბა ბუაძის განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართება, „ლელო“ მას არ შეუერთდება, რადგან „სააკაშვილი ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში მაკონსოლიდირებელი ფაქტორი“.
„მე მგონია, რომ აქცია სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით პრაგმატული თვალსაზრისითაც არაფრის მომტანი არ იქნება იმიტომ, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია სააკაშვილის საკითხის ირგვლივ არის ძალიან რთული, რადგან სააკაშვილის წინააღმდეგობრივი პერსონაა და ის ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს“, - განაცხადა ბუაძემ.
ამას ანა წითლიძის კომენტარი მოჰყვა - „მანამდე იქნებით ერთ პროცენტზე, სანამ ქართული პოლიტიკა მიშას კომპლექსს არ მოიხსნის“.
ამის შემდეგ, პოლიტიკოსების კამათი გამწვავდა:
„ამ მიშას რეიტინგით ნუ შეგვჭამეთ თქვენ კიდე, კაცი იძახის, პოლიტიკაში ვერ ვხედავ საკუთარ თავსო და თქვენ ძალით ცდილობთ, რომ შემოტენოთ. მიშას გარეშე გიჭირთ, ხომ? დაანებეთ ამ კაცს თავი“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
ამის პასუხად, ანა წითლიძემ მას მიმართა - „ძალიან ზედმეტში ნუ გადადიხართ. სხვათა შორის, მიშას პარტია გიჭერდა მხარს როცა იყრიდი კენჭს მაჟორიტარად და რაც აიღე, მიშას პარტიით აიღე. შენი სამეზობლო გაძლევდა მარტო ხმას“.
0
0