01/11/2021
16:00
პოლიტიკა
როგორც კალაძემ აღნიშნა, უბნების გადათვლა კანონს არ ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობა არსებობს.
„შეუძლიათ გადათვალონ. არანაირი პრობლემა არ არის. შესაძლებელია შერჩევით უბნების გადათვლა. ასე რომ, საერთოდ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. იმხელა უპირატესობით გვაქვს მოგებული. ბათილი ბიულეტენები ყოველთვის არსებობს. დარწმუნებული ვარ, უამრავი ჩემი ბიულეტენიც იქნა გაბათილებული. ასე რომ, შერჩევით გააკეთონ გადათვლა, ეს კანონს არ ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე, ექნებოდა თუ არა ბათილ ბიულეტენებს არჩევნების შედეგებზე გავლენა, კალაძე ამბობს, რომ „არანაირი“.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ოლქები, სადაც „ქართული ოცების“ კანდიდატს 45 ხმა დააკლდა, „ქართულ ოცნებას“ რომ პირველივე ტურში გაემარჯვა. გვაქვს ოლქები, სადაც 20-25 ხმა დაგვაკლდა. ვინმეს რომ სდომოდა იმ ოლქებში, პირველივე ტურში დამთავრდებოდა. ასე რომ, ნუ მიედ-მოედებით. არის საშუალება, რომ გადაითვალოს. უამრავი დამკვირვებელი იყო. რაიმე ისეთი რომ ყოფილიყო, რასაც შეეძლო არჩევნების შედეგზე გავლენა მოეხდინა, ამას მკაცრი რეგირება მოჰყვებოდა და არ იქნებოდა ის შეფასებები, რაც ეუთო/ოდირისგანაა“,- განაცხადა კალაძემ.
0
0