14/03/2022
13:07
პოლიტიკა
მისივე თქმით, ოპოზიცია სცოდავს, როცა ამტკიცებს, თითქოს მთავრობამ შეცვალა პროდასავლური კურსი.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა აზიანებს არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს.
„ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში, თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას. თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატო-სთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ, და მაშასადამე ქვეყანამ შეცვალა პროდასავლური კურსი. ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება.
ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს. ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია. რა „დროა“, კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“. ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა. თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0